ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს
23.09.2011,
№100/2011 დადგენილებით
დადგენილება №2
2006 წელი
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად
კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმაძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი კრიტერიუმები;
ა) პროფესორის აკადემიური ხარისხი;
ბ) აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;
გ) სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის წარმოდგენა;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ე) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
ვ) აკრედიტაციის პროცესის ცოდნა.
2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად თანდართულ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) 2 ცალი ფოტოსურათი;
ე) თსუ ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორის დამადასტურებელი საბუთი.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი
გიორგი ხუბუა