ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
21.01.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 164
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების II ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტირისათვის მაგისტრატურაში მიღებისა და სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:
“3. მაგისტრატურაში მიღება:
3.1 საბუთების მიღება – 11 - 25 თებერვალი;
3.2 გამოცდები –2– 10 მარტი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 11 მარტი;
3.4 ბრძანება ჩარიცხვაზე – 12 მარტი.
4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):
4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 12 მარტი – 23 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16მარტი – 27ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი – 29 ივნისი – 10 ივლისი.”
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი