21.01.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 166

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №29/2010 დადგენილებით


მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

  I. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1.  კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 6 საათიან ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 8 საათიან ყოველკვირეულ საუდიტორიო დატვირთვას.  ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 10 საათიან  ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას.                სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1190 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 970 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის თვეში - 750 ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ა-2" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1030 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში 830 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 630 ლარის ოდენობით. 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25479/02, 31.12.2008წ. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02, 29/12.2008წ.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი