21.01.2009
დადგენილება №168

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №28/2010 დადგენილებით


 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

I. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


1. კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.  ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1800 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1390 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 890 ლარის ოდენობით. 


2. კატეგორია ,,ა-2” აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12 საათიან (6 საათიან სააუდიტორიო, 6 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.  ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1350 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს  თვეში 1055 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 715 ლარის ოდენობით. 


3. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის # 122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით.Aასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №478/02 16.01.2009წ;  პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი