21.01.2009
დადგენილება №169
დადგენილება №169
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №26/2010 დადგენილებით
10.03.2010, №26/2010 დადგენილებით
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული,
ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების
შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ
“უმაღლესი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9
მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და
ასისტენტ-პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს "
ა"
და "
ბ"
კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1
. კატეგორია "ა"
აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8
საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.
ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10
საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ
დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24
საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ
დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1600 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1600 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით.
2. კატეგორია "ბ"
აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის
8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის
მინიმალურ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში _ 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ-პროფესორის თვეში 540 ლარის ოდენობით.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში _ 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ-პროფესორის თვეში 540 ლარის ოდენობით.
II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის
შემსრულებლის წერილი №25163/02 25.12.2008წ; №371/02 14.01.2009წ;
პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02
29.12.2008წ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი