ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2.02.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 177
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ
თანამდებობებზე არჩევის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე
- დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ლელა გაფრინდაშვილი.
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი