ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 178

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი