ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

16.02.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 180

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლებისას:
1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს და პროგრამებზე დაშვების წინაპირობად მიუთითოს ის უცხო ენა ან ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუსული), რომელთა ჩაბარების უფლებასაც აძლევს მომავალ მაგისტრანტს.
2. მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდის საკითხები შეიძლება განისაზღვროს დიფერენცირებულად ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი).  ინგლისური ენის სწავლება – მისი სავალდებულო ან არჩევითი სტატუსის შემთხვევაში – განისაზღვრება 10 კრედიტის მოცულობით (სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით: სამაგისტრო ნაშრომისათვის ან სასწავლო კურსებისათვის განკუთვნილი კრედიტების ხარჯზე), ორი სემესტრის განმავლობაში.
4. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება შესაბამის სამაგისტრო პროგრამაში ინგლისური ენის სტატუსის შესახებ გავრცელდეს ყველა სემესტრის მაგისტრანტზე.
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის N74 და 2009 წლის 21 იანვრის N163 დადგენილებები.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი