ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
16.02.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 181
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,
I. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები:
-
ისტორია (პროფესიული ცოდნა და ისტორიის სწავლების მეთოდიკა) – 7 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი გიორგი ჟუჟუნაშვილი
-
ქართული ენა და ქართული ენის სწავლების მეთოდიკა არაქართულენოვან სკოლებში – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლეიშვილი
-
ქართული ლიტერატურა (პროფესიული ცოდნა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ელისო კალანდარიშვილი
-
ინგლისური ენა (პროფესიული ცოდნა და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი რუსუდან დოლიძე
-
ფრანგული ენა (პროფესიული ცოდნა და ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი მარინა კვანტალიანი
-
რუსული ენა (პროფესიული ცოდნა და რუსული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის რუსული ენის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა ჭეიშვილი-მოსკალენკო
-
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (პროფესიული ცოდნა და სწავლების მეთოდიკა) – 3 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თებრონე ურუშაძე
-
ბიოლოგია (პროფესიული ცოდნა და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკა) – 4 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი ეფემია ხარაძე
-
გეოგრაფია (პროფესიული ცოდნა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა) – 6 კრედიტი. ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი