ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
27.02.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 191

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით

 

“ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 I. “ივ ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #92 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  1. შესწორდეს 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად.”
  2. შესწორდეს 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად.”
  3. Mმე-6 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
      ე) სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.
  4. შესწორდეს მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.  
  5. შესწორდეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის, თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უსდ-ში გადასვლის შესაძლებლობა”;
  6.  მე-8 მუხლის 1 - ელ პუნქტს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    გ) 2009 – 2010 სასწაავლო წლიდან თსუ _ ში ჩარიცხულ სტუდენტთათვის    საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა  მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და შეადგენს 1125 ლარს.   
  7. შესწორდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ცალკეულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა”;
  8. ამოღებული იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი.
  9. შესწორდეს მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ა) ,,2009-2010 სასწავლო წლიდან თავისუფალი მსმენელისათვის სწავლის საფასური სამივე საფეხურზე განისაზღვრება სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად და ერთი კრედიტის ღირებულება შეადგენს  50 ლარს.”
    ბ)  ,,ცალკეულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ოდენობისა.
  10. შევიდეს ცვლილება მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში შესრულებული კრედიტების აღიარება

1. თსუ-ს სტუდენტების, აგრეთვე მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით ჩარიცხულთა მიერ საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში მოსმენილი  სასწავლო კურსის კრედიტების აღიარება ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი კრედიტების აღიარების წესის შესაბამისად. 
2. გაუქმდეს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი