ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
16.03.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 193


ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მუხლის შესაბამისად,

  1. შეჩერდეს 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის I ნაწილის “ზ” პუნქტის მოქმედება და იმ სტუდენტებს, რომლებიც ორჯერ დარეგისტრირდნენ სასწავლო კურსზე და ვერ მოიპოვეს კრედიტი, უფლება მიეცეთ მიმდინარე სემესტრში კიდევ ერთხელ მოისმინონ საგანი.
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი)
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი