ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

16.03.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 194

2008–2009 წლის გაზაფხულის სემესტრის მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ



”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
1. 2008–2009 წლის გაზაფხულის სემესტრის მაგისტრატურაში, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის რეკომენდაციის შემთხვევაში, ჩაირიცხონ ის კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.
2. დადგენილების 1-ლი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა  სამაგისტრო პროგრამის დაცვამდე უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
3.დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
4.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი