ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

16.03.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 197

ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიესათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის გამოჩენილ ფრანგ ქართველოლოგს ბერნარ უტიეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი