ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

16.03.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 198

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ მარგარიტა ჩახნაშვილისათვის გაცდენილი სემესტრების საპატიოდ ჩათვლისა და აკადემიური შვებულების მიცემის  შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს N92 და N191 დადგენილების საფუძველზე:
I. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ მარგარიტა ჩახნაშვილს გაცდენილი სემესტრები ჩაეთვალოს საპატიოდ და 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრსა და 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიეცეს აკადემიური შვებულება წარმატებული სპორტული მოღვაწეობის გამო.

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი