ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

13.04.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 201

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის  შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 3 ოქტომბრის N15 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს დადგენილების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის  საფუძველზე,

  1. ცნობილი იქნეს აკადემიური საბჭოს ახლადარჩეულ წევრთა უფლებამოსილება:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – აკაკი ყულიჯანაშვილი
მედიცინის ფაკულტეტი – ფრიდონ თოდუა
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ქეთევან მარშავა, რევაზ გველესიანი


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათი (N7213/02).
პროფესორი  გიორგი ხუბუა


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი