ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

13.04.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 207

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და მოდერნიზაციის, სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით, მოხდეს ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ შედეგების იმპლემენტაცია საუნივერსიტეტო კურიკულუმში, რისთვისაც გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

თუნინგის მეთოდოლოგია დაინერგოს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოლოგიის, ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის, ისტორიის, ევროპისმცოდნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების მეცნიერებების, საექთნო საქმის სასწავლო პროგრამებში.

ტემპუსის პროექტის საფუძველზე, თუნინგის მეთოდოლოგიად განისაზღვროს კურიკულუმის დაფუძნება შემდეგ მიდგომებზე:  პროგრამის პროფილის განსაზღვრა, სწავლის შედეგების აღწერა  დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციებით და მისი გადატანა სილაბუსებში (შინაარსი და კრედიტები), სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდების განსაზღვრა, ხარისხის განუხრელი ამაღლების მიზნით, შესაბამისი შეფასების სისტემის განვითარება.

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ზემოთ აღნიშნული მიმართულების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელები (კოორდინატორები) და ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ შემდეგი მონაწილენი:  რამაზ ბოჭორიშვილი, გიორგი ბარელაძე, ომარ ღლონტი (მათემატიკა), ალექსანდრე შენგელაია, ნანა შათაშვილი, გელა გელაშვილი (ფიზიკა), ვაჟა ცხოვრებაშვილი, მზია კეზერაშვილი, მარინა რუხაძე, ომარ მუკბანიანი, როზა კუბლაშვილი, რუსუდან ვარდიაშვილი (ქიმია), გურამ ქუთელია (გეოლოგია), ლია მაჭავარიანი, გიორგი მელაძე (ფიზიკური გეოგრაფია), ვალერი მელიქიძე (საზოგადოებრივი გეოგრაფია), თემურ პაპასკირი, თედო დუნდუა (ისტორია), დავით კერესელიძე, კორნელი კაკაჩია, გაგა გაბრიჩიძე, მერაბ აბდალაძე (ევროპისმცოდნეობა), ია ნაცვლიშვილი (ბიზნესის ადმინისტრირება), რუსუდან სანაძე, ეთერ ღვინერია, ნინო ჯავახიშვილი (განათლების მეცნიერებები), ნინო ჩიხლაძე, თამარ რუხაძე, მაკა ჯორბენაძე, თამარ გიორგობიანი, თამილა ლეკაშვილი, ლია შარაშენიძე, ფატი ძოწენიძე (საექთნო საქმე).

დაევალოს სამუშაო ჯგუფს, კერძოდ, ზემოთ აღნიშნული მიმართულების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს (კოორდინატორებს) თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვა შესაბამისი მიმართულების სასწავლო პროგრამებში ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ მონაწილეებთან კონსულტაციებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის საფუძველზე. თუნინგის მეთოდოლოგიის დასანერგად შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება უზრუნველყოს თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა. თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვა ზემოთ აღნიშნული მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოხდეს   2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
თუნინგის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოდიფიცირებული ზემოთ აღნიშნული მიმართულებების 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და სილაბუსები) წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის (ფაკულტეტების) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა, ხოლო სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და სილაბუსები) წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის (ფაკულტეტების) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 30 სექტემბრისა. 

II. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს (ი. დარჩია).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი