დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 213
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” 2008 წლის 25 მაისის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
I. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილების დანართში:
- მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა”- ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- საქართველოს მოქალაქეებისათვის:
ბაკალავრიატი- 750 ლარი;
მაგისტრატურა-1000 ლარი;
დოქტორანტურა-1000 ლარი;
დოქტორანტურაში სწავლის საფასურზე შეღავათის საკითხს პროგრამის
ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.
- მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს “დ”- ქვეპუნქტი:
დ) 2009-2010 სასწავლო წლიდან თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სპეციალობაზე “სამკურნალო საქმე” ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1125 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2008-2009 სასწავლო წელსა და 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულნი ერთი სემესტრის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადისაგან.”
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი)
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი