ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
04.11.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 219
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის სტუდენტების იზზათ ისმაილოვისა და თეონა აბულაძისათვის
სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9
მუხლისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე–6 მუხლის მე–2
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე
I. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრში და შეუნარჩუნდეთ გადახდილი სწავლის საფასური 2009–2010 სასწავლო
წლის შემოდგომის სემესტრისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
სტუდენტებს – იზზათ ისმაილოვსა და თეონა აბულაძეს, ფაკულტეტის მიერ
მიმდინარე სემესტრში მათთვის საჭირო სასწავლო კურსების შეთავაზების
შეუძლებლობის გამო.
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი