ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
01.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 223
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"
მე–9 მუხლის, მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს
2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების
არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:
- ალექსანდრე ცისკარიძე
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ
ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ
წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.
პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი