აკადემიური საბჭოს 29.06.2011,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
01.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 227
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის
დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის შემუშვების
პროცედურის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"
მე–9 მუხლის საფუძველზე,
1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1) და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურა (დანართი 2).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო
დეპარტამენტსა(რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს
(ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი