ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

01.06.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 230

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის  ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

1. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის  ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  2000 ლარის ოდენობით.
2. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  3450 ლარის (2100 დოლარის) ოდენობით.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი