ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

18.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 232

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ


“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

  1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში და აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
  3. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი