ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს
23.09.2011,
№100/2011 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
06.07.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 236
უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"
მე–9 მუხლის საფუძველზე,
- დამტკიცდეს უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესი (დანართი 1).
- კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტსა (რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი