№78/2013, 01. 07.2013 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
06.07.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 237
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ
2009–2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის
„უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490
ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9
მუხლის საფუძველზე,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების დარეგულირების მიზნით
გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული ბაკალავრებისათვის უცხოური ენების სწავლების მინიმალური მოცულობა განისაზღვროს 10 ECTS კრედიტით (ორსემესტრიანი კურსით).
- 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული ბაკალავრებისათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 240 ECTS კრედიტის დაგროვება და უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება, კერძოდ, უცხოური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება.
- 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 120 ECTS კრედიტის დაგროვება და უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება, კერძოდ, უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება.
- თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრმა 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მოახდინოს უცხოური ენების სასწავლო პროგრამების, მეთოდებისა და გამოყენებული სახელმძღვანელოების მოდერნიზაცია, „ენა სპეციალური მიზნებისათვის“ სასწავლო კურსების მომზადება, უცხოური ენების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
- საბაკალავრო პროგრამით უცხოური ენებისათვის განსაზღვრული კრედიტების სრულად დაგროვების შემდეგ, ბაკალავრებს ჩაუტარდეთ სასერტიფიკაციო გამოცდა.
- სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ, მაგისტრანტებს ჩაუტარდეთ სასერტიფიკაციო გამოცდა უცხო ენაში.
- უცხოურ ენებში სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება დაევალოს თსუ საგამოცდო ცენტრს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრთან თანამშრომლობით.
- ბაკალავრებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე ვერ დაადასტურებენ უცხოური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნას, შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე.
- მაგისტრანტებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე ვერ დაადასტურებენ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნას, შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე.
- დაევალოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე უცხოური ენების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსების მომზადება და თსუ სტუდენტებისთვის შეთავაზება შეღავათიან ფასად.
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები განთავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან უცხოური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში. უცხოური ენების ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარების წესი დარეგულირდეს თსუ აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილებით.
- მაგისტრანტები განთავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან, თუ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა უკვე დადასტურებული აქვთ მაგისტრატურაში მისაღებ უცხოური ენის გამოცდაზე.
- უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის და უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თსუ აკადემიურ პერსონალს მიეცეს რეკომენდაცია ცალკეული სასწავლო კურსის უცხოურ ენებზე მომზადებისა და წარმართვის თაობაზე.
II.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელს (რ. ხარბედია) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს
(ი. დარჩია).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი
გიორგი
ხუბუა
აკადემიური
საბჭოს
თავმჯდომარე
,
რექტორი