ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

06.07.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 242


2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხულ გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა სწავლის საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხულ გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი