ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

06.07.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 246

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილების II მუხლის მე–2 პუნქტის 2.4–ე ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4 სასესიო პერიოდი – 15 ივნისი –18 ივლისი.“
2. კონტროლი დადგენილებაზე  დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ.ჩიქოვანი)
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი