დადგენილება № 257 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ(კოდიფიცირებული)(ძალადაკარგული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №143/2016 დადგენილებით

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№75/2014, 17.07.2014 დადგენილებით 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2009 წლის 16 ივლისის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 257


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი 1). (№75/2014, 17.07.2014)
2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი