ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2009 წლის 16 ივლისის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 260
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N243 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი
განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით
დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის
თანახმად,
-
გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N243 დადგენილებაში და ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ნაცვლად ჩაიწეროს ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულება.
-
დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება (13756/02. 14.07.2009)
პროფესორი
გიორგი
ხუბუა
აკადემიური
საბჭოს
თავმჯდომარე
,
რექტორი