ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

07.09.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 267


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 03 ივლისის N61/01–01 ბრძანების საფუძველზე,


I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. ლევან ალექსიძე  – სრული პროფესორი
  2. ირაკლი ბურდული –  ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე
  3. თამარ ზარანდია – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
  4. დავით იმნაძე –  ასოცირებული პროფესორი, მდივანი
  5. მორის შალიკაშვილი – სამართლის დოქტორი

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი