ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
24.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 279
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული,
ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების
წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების,
წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის
გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 1 ივლისის N60/01–01 ბრძანების
საფუძველზე,
-
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
-
მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი, თავჯდომარე
-
ქეთევან როსტიაშვილი – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მდივანი
-
ზურაბ აბაშიძე – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
-
ვაჟა კეშელავა – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
-
ჰენრი კუპრაშვილი – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი