ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
24.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 280
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ”
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,
-
უფლება მიეცეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად.
-
სწავლის საფასურის პირველი ნაწილი გადაიხადონ 2009 წლის 12 ოქტომბრამდე
-
სწავლის საფასურის მეორე ნაწილი გადაიხადონ პირველ კოლოქვიუმამდე;
-
სემესტრული გადასახადი მთლიანად დაფარონ სასესიო პერიოდამდე
-
თანხის სრულად გადაუხდელობის შემთვევაში სტუდენტები არ დაიშვებიან სემესტრულ დასკვნით გამოცდებზე და კარგავენ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
-
დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი