ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
24.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 282
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტ იოსებ ჩახვაშვილისათვის 2009–2010 სასწავლო წელს დოქტორანტის სტატუსის შეჩერების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილების დანართის მე–6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
-
შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი აკადემიურ შვებულებასთან დაკავშირებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტ იოსებ ჩახვაშვილს თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის გამო.
-
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი