19 ოქტომბერი, 2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 293

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №27/2010 დადგენილებით

აკადემიური საბჭოს 2009  წლის 21 იანვრის  N170 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009  წლის 21 იანვრის  N170 დადგენილებაში  „ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ“ და დადგენილების  1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”კატეგორია „ა“ აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო,  8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო,  12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 26 საათიან (14 საათიან სააუდიტორიო,  12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.  სრული პროფესორის შრომის ანაზრაურება განისაზღვროს თვეში 2600 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1900 ლარის ოდენობით, ასისტენტ პროფესორის  თვეში 1100 ლარის ოდენობით”.

2. დადგენილება  დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი