ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
19 ოქტომბერი, 2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 295
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,
- მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი (დანართი 1).
- დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი