30 ოქტომბერი, 2009
დადგენილება № 300 


,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივლისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ი” პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის  “ი” პუნქტის საფუძველზე,

1.    შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 1 ივლისის აკადემიური საბჭოს №226 დადგენილების დანართ 1-ში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლისათვის  სამართალმცოდნეობის, განათლების მეცნიერებების, მასწავლებელთა განათლების, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემები; ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის, სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის, ფუნდამენტური ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი, საერთო კვოტის ფარგლებში, განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:

ა)    სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 100 ადგილისა განისაზღვროს 130 ადგილით;
ბ)    ფუნდამენტური ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 10 ადგილისა განისაზღვროს 9 ადგილით;
გ)    საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 12 ადგილისა განისაზღვროს 13 ადგილით;
დ) განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 20 ადგილისა განისაზღვროს 31 ადგილით;
ე) მასწავლებელთა განათლების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 75 ადგილისა განისაზღვროს 34 ადგილით;
ვ) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემები; ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 12 ადგილისა განისაზღვროს 13 ადგილით;
ზ) სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 15 ადგილისა განისაზღვროს 25 ადგილით;
თ) სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 30 ადგილისა განისაზღვროს 20 ადგილით;
ი) კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 30 ადგილისა განისაზღვროს 29 ადგილით.
2. დადგენილების 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტინგენტის რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (დანართი 1).
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილენა გამოქვეყნდეს საჯაროდ.



ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ზურაბ დავითაშვილი
წევრი

აკაკი ყულიჯანაშვილი
წევრი

ირმა რატიანი
წევრი

გიორგი დავითაშვილი
წევრი

ქეთევან მარშავა
წევრი

რევაზ გველესიანი
წევრი

გუგული მაღრაძე
წევრი