დადგენილება №301
13 ნოემბერი, 2009
13 ნოემბერი, 2009
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 08 ივლისის №66/01-01 და 2009 წლის, 23 აპრილის №44/01-01 ბრძანებების საფუძველზე,
I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.
II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი კონკურსანტები:
III.
1. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ქვემიმართულება – მაია გონაშვილი.
2. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ქვემიმართულება – ეკა აკობია.
3. ნაციონალიზმის თეორიის ქვემიმართულება – დავით მაცაბერიძე.
IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი