დადგენილება № 312    
13 ნოემბერი, 2009

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის სექტემბერში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების გადახედვის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

1. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიებს -  თავმჯდომარის, მდივნისა და შესაბამისი ქვეკომისიების (ჯგუფების) შემადგენლობით ხელახლა გადაამოწმონ იმ კონკურსანტთა საკონკურსო დოკუმენტაცია, რომელთა გადახედვის რეკომენდაციასაც იძლევა იურიდიული დეპარტამენტი 2009 წლის 5 ნოემბრისა №26441/02 და 2009 წლის 11 ნოემბრის №26787/02 დასკვნებში (“აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსების შედეგებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებზე”) (დანართი 1).
2. დასკვნების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 27 ნოემბერი.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი