14 დეკემბერი, 2009
დადგენილება № 323


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯენარო ქრისტესაშვილმა, იურიდიულ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 58-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე,
1.    უარი ეთქვას ალექსანდრე ჩხიტაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატად რეგისტრაციაზე.
2.    მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს (ა. ჩხიტაურს), საარჩევნო კომისიას, იურიდიულ ფაკულტეტს.
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (ნ. ავსიანიკოვა) წინამდებარე დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
4.    დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).




საფუძველი: ხმის დამთვლელი კომისიის 14.12.2009 ოქმი.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი