18 დეკემბერი, 2009
დადგენილება № 327


ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.    ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას თსუ ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 25 დეკემბრისა.

2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი