დადგენილება №108/2019
6 სექტემბერი, 2019
დოქტორის, პროფესორის, მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
ფინანსური მენეჯმენტის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დოქტორს, პროფესორს, მის სამეფო უმაღლესობას, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე