დადგენილება №135/2019
18 ნოემბერი, 2019
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭების (შექმნის) და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 სექტემბრის №96/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2019 წლის 11 ნოემბრის №21936/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 18 ნოემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭების (შექმნის) და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 სექტემბრის №96/2016 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება ინსტიტუტის მართვის ორგანოების (დირექტორი და მოადგილე/მოადგილეები სამეცნიერო მუშაობის დარგში, მოადგილე საფინანსო-სამეურნეო დარგში, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო) და შემდეგი სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:
ა.ა) დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება;
ა.ბ) გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება;
ა.გ) დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება;
ა.დ) კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება;
ა.ე) ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება;
ა.ვ) კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება;
ა.ზ) ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება;
ა.თ) დისკრეტული მათემატიკის განყოფილება;
ა.ი) პროგრამირების განყოფილება;
ა.კ) საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება;
ა.ლ) უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორია;
ა.მ) მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორია; ა.ნ) გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორია;
ბ) არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:
ბ.ა) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილება.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საკუთარი უფლებამოსილების ვადით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ინსტიტუტის პერსონალიდან დასანიშნად წარუდგენს:
ი.ა) სამეცნიერო მუშაობის დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის კანდიდატურას, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ი.ბ) საფინანსო-სამეურნეო დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის კანდიდატურას;
ი.გ) სწავლული მდივნის კანდიდატურას რომელიც აკმაყოფილებს მთავარი, უფროსი ან მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილები ძალაში შევიდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკონკურსო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მიზნებისათვის და კონკურსის შედეგების ძალაში შესვლისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე