დადგენილება №5/2019
16 იანვარი, 2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის №325/01-01, №326/01-01 და №327/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 16 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ( ბიზანტინისტიკის კათედრა) და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის (თარგმანმცოდნეობის კათედრა) სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია
ა) ელგუჯა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ინესა მერაბიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა გველესიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლევან გიგინეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) თამარ ოთხმეზური - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია
ა) მანანა გელაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რუსუდან ცანავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ აფციაური - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია
ა) ირმა რატიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარიამ მირესაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რამაზ ჭილაია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) ირინა მოდებაძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია
ა) ვლადიმერ მინაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ შარაბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოლომონ ტაბუცაძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).
3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიისა ( შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა) და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია
ა) ზაზა სხირტლაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეა წითლანაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეა ქარჩავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნინო სილაგაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნინო გომართელი - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია
ა) თეიმურაზ პაპასქირი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინე კოშორიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა ჯაბუა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში (კავკასიური ენების კათედრა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია
ა) ნანა მაჭავარიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მერი ნიკოლაიშვილი - თსუ-ს ემერიტუსი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რევაზ აბაშია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ივანე ლეჟავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მერაბ ნაჭყებია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია
ა) რამაზ ქურდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სალომე ომიაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო შარაშენიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე