დადგენილება №60/2019
20 მაისი, 2019
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ დამტკიცებისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №195/2018 დადგენილების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 4 მარტის №21/2019 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-6 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 08.05.2019, №10129/28) და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 01.05.2019, №9837/28), უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის 2019 წლის 17 მაისის №9111/10 მოხსენებითი ბარათისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
დასრულებულად ჩაითვალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) (პროფესორი - 1 საშტატო ერთეული) და აღნიშნული საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.
2.
ეთხოვოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს იმსჯელოს მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) ახალი კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობაზე.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება, დაინტერესებული პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე