დადგენილება №83/2019
1 ივლისი, 2019
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის №12248/10, 2019 წლის პირველი ივლისის №12382/10, №12403/10, №12414/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ბ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 26);
გ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი 289);
ე) VI ნაწილის „ბ“ პუნქტის 105-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „(აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სტუდენტებისათვის)“ (დანართი 105);
ვ) VI ნაწილის „ბ“ პუნქტის 105-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„105. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აფხაზურენოვანთათვის/აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის/ოსურენოვანთათვის) (დანართი 105).“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე