დადგენილება №87/2019
22 ივლისი, 2019
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2019 წლის 13 მაისის №106/01-01, №107/01-01, №108/01-01 და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 28 მაისის №128/01-01 და №129/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №63/2019 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 11.07.2019, №13439/28; 05.07.2019, №13123/28; 19.07.2019, №13871/10-02; 11.07.2019, №13505/28; 15.07.2019, №13603/28; 11.07.2019, №13457/28; 15.07.2019, №13604/28; 15.07.2019, №13605/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) გეოგრაფიის დეპარტამენტი:
ა.ა) ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა:
ზურაბ სეფერთელაძე - პროფესორი;
ა.ბ) რეგიონალური გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა:
ა.ბ.ა) ნოდარ ელიზბარაშვილი - პროფესორი;
ა.ბ.ბ) გიორგი მელაძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) გეომორფოლოგიის და კარტოგრაფიის კათედრა:
გიორგი დვალაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
ბ.ა) პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა:
ირინა ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:
პაპუნა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი;
გ) ბიოლოგიის დეპარტამენტი:
გ.ა) ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა:
ბუციკო ჩხარტიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
გ.ბ) გენეტიკის კათედრა:
მაია გაიოზიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ.გ) მორფოლოგიის კათედრა:
ლევან რუსიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი:
დ.ა) ელექტრომაგნიტური თავსებადობის კათედრა:
დ.ა.ა) ლევან შოშიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ა.ბ) ლევ გეონჯიანი - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ბ) ანტენების და ტალღების გავრცელების კათედრა:
ზურაბ შერმადინი - ასისტენტ-პროფესორი;
ე) მათემატიკის დეპარტამენტი:
ე.ა) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა:
ე.ა.ა) პეტრე ბაბილუა - ასისტენტ-პროფესორი;
ე.ა.ბ) ზაზა ხეჩინაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ე.ბ) მათემატიკური ანალიზის კათედრა:
რუსუდან მესხია - ასისტენტ-პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე