დადგენილება №41/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 29 იანვრის №23/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის №16/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №49/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №38/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №51/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 თებერვლის №39/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №36/2019 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2019 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №102/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 28 მაისის №129/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №63/2019 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №121/2019 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 9 ივლისის №176/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №88/2019 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დადგენილება №88/2019
22 ივლისი, 2019

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 15 ივლისის №13530/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულებაში (დანართი №1):

ა) პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დავის  ალტერნატიული  გადაწყვეტის  ეროვნული  ცენტრი  (შემდგომში  – „ცენტრი") ფუძნდება, ვითარდება და მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – სსიპ) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" (შემდგომში – ,,თსუ") აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-ის, ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (შემდგომში "სამართლის სკოლა"), ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა"  და მისი პროგრამის "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (შემდგომში "ინსტიტუტი") საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე დაყრდნობით.“; 

ბ) მე-7  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი  7.  ცენტრის მართვა 
ცენტრის მართვა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორის, აკადემიური დირექტორის/დირექტორებისა და მრჩეველთა საბჭოს  (ასეთის  შექმნის შემთხვევაში) მეშვეობით.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)   დანიშნოს ან ვადამდე  გაათავისუფლოს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები, შეასრულოს შრომითი თუ სხვა, შესაბამისი ხელშეკრულება მათთან და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას;
გ) დაადგინოს საბჭოს წევრების,  აღმასრულებელი დირექტორისა და  აკადემიური         დირექტორის/დირექტორების უფლებამოსილებანი, მოთხოვოს მათ ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიში;“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მ) საბჭოს გადაწყვეტილებით და ცენტრის ხელმძღვანელის თანხმობით გადასცეს მისი უფლებამოსილება აღმასრულებელ დირექტორს ან აკადემიურ დირექტორს/დირექტორებს, გარდა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ, "ა", "ბ", "გ", "დ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში.“;

ე)   მე-10  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 10. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები“;

ვ)   მე-10 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,1. ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს აკისრია  ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე და აკადემიურ დირექტორთან/დირექტორებთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ცენტრის აკადემიური საქმიანობისათვის. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები სარგებლობენ საზიარო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, ცენტრის სახელით, რაც დამატებით განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ.
2. ცენტრის     აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები თანამდებობაზე ერთი წლის ვადით ინიშნებიან დირექტორთა საბჭოს მიერ. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და აკადემიური დირექტორის/დირექტორების უფლებამოსილების ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ  საბჭო  უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს იგივე ან   ახალი  აღმასრულებელი  და  აკადემიური დირექტორი/დირექტორები.“;

ზ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უძღვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას და აკადემიურ დირექტორთან/დირექტორებთან ერთად პასუხისმგებელია ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;“;

თ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ)   აკადემიურ    დირექტორთან/დირექტორებთან  ერთად გეგმავს ცენტრის ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას;“;

ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„კ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს ცენტრის სახელით და მისი მიზნებისათვის განხორციელებული საქმიანობის ამსახველ წერილობით ანგარიშს, ასევე საბჭოს - ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიშს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;“;

კ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,მ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მ) ცენტრის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ზრუნავს ცენტრისთვის ინსტიტუციური მნიშვნელობის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების მოზიდვასა  და განხორციელებაზე;“;

ლ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი: 

,,ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.“;

მ) მე-10  მუხლის  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

,,4. აკადემიური დირექტორი/დირექტორები:
ა) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ბ) მეთვალყურეობს/მეთვალყურეობენ ცენტრის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამასა და პროექტს;
გ)  ცენტრის აღმასრულებელ  დირექტორთან  ერთად გეგმავს/გეგმავენ ყველა სახის   აკადემიურ ღონისძიებას, მათ შორის, მაგალითად, სემინარებს, მოსამზადებელ სწავლებებს, გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებს;
დ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ზედამხედველობს/ზედამხედველობენ იურიდიული კლინიკის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;
ე)  თსუ-ის  ადმინისტრაციის  თანხმობით წარმოადგენს/წარმოადგენენ ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;
ვ) უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
ზ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს/წარუდგენენ ცენტრის სახელით და მისი მიზნებისათვის განხორციელებული საქმიანობის ამსახველ წერილობით ანგარიშს, ასევე საბჭოს - ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიშს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;
თ) ცენტრის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ზრუნავს/ზრუნავენ ცენტრისთვის ინსტიტუციური მნიშვნელობის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების მოზიდვასა და განხორციელებაზე;
ი) ახორციელებს/ახორციელებენ სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.“;

ნ) დანართი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,, ცენტრის  დირექტორთა საბჭოს  თავდაპირველი წევრები

ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავდაპირველი წევრები იყვნენ:

1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე). 
2.  ქეთრინ გრინ  ბარნეთი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორის საბჭოს წევრი).  
3.  მაიკლ  დიდრინგი,  ინსტიტუტის წარმომადგენელი (დირექტორის საბჭოს წევრი). 

ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები

ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ დამფუძნებლებს: თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს, სამართლის  სკოლასა და ინსტიტუტს, არიან:

1.   ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).
3. ნინო ბალანჩივაძე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის იურიდიული  განათლების  პროგრამის ხელმძღვანელი (დირექტორთა საბჭოს წევრი).

ცენტრის მოქმედი საბჭოს სხვა წევრი, რომელიც არ წარმოადგენს დამფუძნებელს:

1. თაშა უილისი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2019-07-25 16:56:34