დადგენილება №100/2017
4 სექტემბერი, 2017
4 სექტემბერი, 2017
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 4 სექტემბრის №14486/10 და №14490/10 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების V ნაწილის „ვ“ პუნქტის 1001 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №282 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 282).
2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ბ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 192-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 226);
გ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
დ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
ე) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ვ) VII ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე