დადგენილება №101/2017
15 სექტემბერი, 2017
15 სექტემბერი, 2017
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილების მე-6 პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 31.08.2017, №12697/10-02), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნისა (წერილი: 18.08.2017, №12037/10-02) და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 13 სექტემბრის №15317/10 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის წარმოების დოკუმენტაციის კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა, ამასთან გაითვალისწინოს საკონკურსო-სააპელაციო კომისიისა და უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ხარვეზები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე