დადგენილება №17/2017
10 თებერვალი, 2017
10 თებერვალი, 2017
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების მიზნით, გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2016 წლის 11 აპრილის №17 სხდომაზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების საკითხი და აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული თავდაპირველი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ერთი წევრის გარდაცვალების გამო, ამასთანავე, ქეთევან ქუთათელაძის მიერ საკონკურსო კომისიის მუშაობის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის შემადგენლობას დამატებოდა წევრი, რომელიც არ იქნებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან. აკადემიური საბჭოს მიერ 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 დადგენილებით საკონკურსო კომისიის (დამტკიცებული №11/2014 დადგენილებით) შემადგენლობას დაემატა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის დოქტორი ზაზა აბაშიძე. ამასთან ერთად, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამტკიცდა საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შემადგენლობა. საკონკურსო კომისიას დაევალა საქართველოს ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე რექტორის 2013 წლის 17 დეკემბრის №172/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, საკონკურსო პროცედურების ხელახლა ჩატარება. ქეთევან ქუთათელაძის მიერ საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების გასაჩივრების საფუძველზე საკითხი განიხილა საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ, რომელმაც, თავის მხრივ, სრულად გაიზიარა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებით საკონკურსო კომისიას უარი უთხრა მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის (წარმოდგენილი წერილით: 30.12.2016, №46801/02) დამტკიცებაზე, უკან დაუბრუნა საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახლა შესწავლის მიზნით და ამავე დადგენილებით, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფისათვის, შეიტანა ცვლილება საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში და კომისიას დაემატა 4 (ოთხი) ახალი წევრი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლოლა სარალიძე, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დოდო ჭუმბურიძე და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თედო დუნდუა. აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ 30.01.2017, №411/10 განცხადებით მიმართა აკადემიურ საბჭოს და წარმოადგინა ქეთევან ქუთათელაძისა და აპოლონ თაბუაშვილის საკონკურსო დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და საცდელი ლექციის ამსახველი ვიდეოჩანაწერის განხილვის შედეგები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2013 წლის 17 დეკემბრის №172/01-01 ბრძანების, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების, მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგებისა (წერილები: 30.12.2016, №46801/02; 30.01.2017, №411/10) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ №1 ოქმის სახით წარმოდგენილი მუშაობის შედეგები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №35/2014 დადგენილება დარჩეს ძალაში.
2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე