დადგენილება №10/2017 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №17/2017 - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების მიზნით, გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №139/2017 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ
 

დადგენილება №29/2017 - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილების ამოქმედების პირობების განსაზღვრის შესახებ

დადგენილება №29/2017
27 მარტი, 2017




,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილების ამოქმედების პირობების განსაზღვრის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 27 მარტის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,
 
აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, შესაბამისად ამ პუნქტებით განსაზღვრული პირობები (გარდა დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და №3 დანართის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) 2021 წლის 5 აპრილამდე ძალაშია, როგორც სარეკომენდაციო (არასავალდებულო) ხასიათის პირობები და შესასრულებლად სავალდებულო ძალა შეიძინოს 2021 წლის 5 აპრილიდან.
2.  თსუ ფაკულტეტებს მიეცეთ 2018 წლის 5 აპრილამდე აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილების მე-3 პუნქტით აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების ცვლილების სახით გათვალისწინებული, 88 პუნქტით დამტკიცებულ №8 დანართში (,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“) ცვლილებებისა და დამატებების რეკომენდაციების სახით ინიცირების და სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის დოკუმენტში მათი ასახვის მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით შექმნილ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში წარდგენის უფლებამოსილება. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის ვადები განისაზღვრება თსუ რექტორის ბრძანებით.
3.  წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო საბჭო იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, გარე რეფერირების პრინციპების გათვალისწინებით.
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2017-03-29 11:08:06